,,უარი დებატებში მონაწილეობაზე არ მითქვამს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თელავში აქციის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში რეალური დებატები არ იმართება.
,,უარი დებატებში მონაწილეობაზე არ მითქვამს. Mმე მოვითხოვე, რომ პირველმა არხმა და სხვა არხებმაც გახსნან ეთერი და ნორმალური დებატები გამართონ. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს ყველაზე მეტი მოეთხოვება, რადგან ფორმალურად ის საზოგადოებრივი მაუწყებელია", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ იმ ფორმით როგორც დებატები იმართება, აბსურდია.
,,კეთილი ინებონ და რეალური დებატები დააფუძნონ და ხალხს მიაღებინონ დებატებში მონაწილეობა. იმ ფორმით რითაც დებატებს აკეთებენ, აბსოლუტურად აბსურდულია", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრი მაუწყებლის ეთერში წინასაარჩევნო დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა მიიღეს. დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა.