ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა.
საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, ავარიას ემსხვერპლნენ უფროსი ლიეტენანტი მანუჩარ ქორიშვილი და უმცროსი ლეიტენანტი ლევან ნანდოშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.