"უპირველესად, რეპლიკას გავაკეთებ ბ-ნ ვანოს გამონათქვამზე - თურმე დედები თავისუფლად უშვებენ ქუჩაში სასეირნოდ შვილებს. ზევიდან გვიყურებს ბატონი ვანოს შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩაცხრილული რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გირგვლიანისა და 70 ახალგაზრდის სული. რა მნიშვნელობა აქვს დედისთვის მას კრიმინალი მოუკლავს შვილს თუ სპეცრაზმელი, თუ პოლიციის მუშაკი. ასევე ზევიდან გვიყურებს მიტინგებზე ჩახოცილი ადამიანების სულები, 26 მაისს, რომ ჩახოცა ბ-ნო ვანო, თქვენმა სპეცრაზმმა და მერე მიცვალებულები თავისით რომ ავიდნენ სახურავზე და დენმა დაარტყათ. ეს როგორც რეპლიკა დანარჩენზე მერე ვისაუბრებ", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წინასაარჩევნო დებატებში, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდნენ - "ნაციონალური მოძრაობიდან" ივანე მერაბიშვილი,"ქრისტიან-დემოკრატებიდან" გიორგი თარგამაძე.
ნათელაშვილმა ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატს ივანე მერაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ "ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის გარიჟრაჟზევე მოქალქეთა კავშირი ჭიკჭიკითა და ახალგაზრდული ხმით შეგვპირდა მილიონ სამუშოა ადგილს, იმის შემდეგ მილიონზე მეტი ადამიანი აქედან გააქციეთ".
ნათელაშვილის თქმით, რეალურად სამუშაო ადგილების გაჩენას სჭირდება ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ელიტის შეცვლა. მათი მოცილება ხელისუფლებისა და ეკონომიკის უმაღლესი სადავეებიდან.
"ბატონ ვანოს კარგად მოეხსენება, მან ყველაფერი იცის - ტელეფონის ყურმილს ავიღებდი ბატონი ვანო მისმენდა, სახლში დავრეკავდი ბატონი ვანო მისმენდა, სამსახურში რამეს ვიტყოდი და ბა-ნი ვანო მისმენდა - მისი სპეცსამსახურები, ამ გაგებით ვამბობ. მას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ თქვენი ბოლნისის მაჟორიტარი დეპოუტატის ბ-ნ ნაყოფიას შვილი, 21 წლის ლაწირაკი 2 მლნ დოლარს იღებს ხელფასს", - აღნიშნა ნათელაშვილმა და ასევე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ბიზნესებსა და მათი ნათესავების შესახებ ისაუბრა.
"ჩოჩელს თავის წარმოებაში ლუდის, ხორცის, კამფეტის, პლასტმასის წარმოებაში, დასაქმებული ჰყავს მთელი თავისი ნათესაობა და მთელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონი შიმშილობს და იმავე ჩოჩელს დასაქმებუყლი ჰყავს ცხინვალის სეპარასტიული რეგიონის მიერ ოკუპირებ ახლაგორის საარჩევნო კომისებში თავისი ნათესავები, რომლებიც იქ დარჩნენ და აყალბებენ არჩევნებს", - გაანაცხადა ნათელშვილმა.
მისი თქმით, სამუშოა ადგილების შესაქმნელად საჭიროა კლანების დამსხვრევა.