ბ-ნი მერაბიშვილი და მთავრობა ძალიან ტრაბახობს საქართველოში მშენებარე ახალი ჰიდროელექტროსადგურებით. პრობლემა იმაშია, რომ არც ერთ მათგანს სახელმწიფოს კონრტროლი არ ექნება, - ამ რეპლიკით უპასუხა "ქრისტიან-დემოკრატების" პრემიერი-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატის ივანე მერაბიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლილს პირდაპირ ეთერში გამართულ წინასაარჩევნი დებატებში. დებატებში, ასევე მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობიდან" უვანე მერაბიშვილი, "ლეიბორისტული პარტიიდან" შალვა ნათელაშვილი.
მისი თქმით, პრობლემა იმაშია, რომ არც ერთ მათგანს სახელმწიფოს კონტროლი არ ექნება და, შესაბამისად, ამ ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგია არ იქნება იმაზე იაფი, ვიდრე დღეს არის.
"ამიტომ ჩვენი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინვესტიციას ჰესების მშნებელობაში, გულისხმობს სწორედ იმას, რომ თუ ჩვენ დაგვჭირდება შეიძლება სესხიც კი ავიღოთ, თუ ბიუჯეტიდან არ გვეყოფა და ლაზიკის ნაცვლად, ქართულ ენერგეტიკაში ინვესტირებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ ვაკონტროლებდეთ ქართულ ენერტგეტიკას და ტარიფების იყოს სამართლიანი ბიზნესისთვის, რომელიც დაასაქმებს შემდეგ ადამიანებს და არა ჩინოვნიკების რაზეც საუბრობს ბ-ნი მერაბიშვილი", - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში ჩინოვნიკი ანადგურებს სამუშაო ადგილს.
დეპატებში ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 17 ახალი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს და 13 ათასი მაღალკვალიფიციური ადამიანი დასაქმდება. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ჩინოვნიკის შეფასების კრიტერიუმი იქნება თუ რამდენი სამუშო ადგილი შექმნა.