ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს პოლიტიკური რუკიდან წავშალოთ ის დინოზავრები, რომლის აჩრდილები ჯერ კიდევ დადიან თბილისისა და საქართველოს ქუჩებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა დღეს სპორტის სასახლეში გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას დაბრუნება 90-იან წლებში.
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ ჩვენი დაბრუნება 90-იან წლებში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოს დაბრუნება უდენობაში, კრიმინალში, კორუფციაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს პოლიტიკური რუკიდან წავშალოთ ის დინოზავრები, რომლის აჩრდილები ჯერ კიდევ დადიან თბილისისა და საქართველოს ქუჩებში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ დინოზავრები ქართულ პოლიტიკურ არეალში", - განაცხადა მერაბიშვილმა.