ხალხმა 1-ელ ოქტომბერს არჩევანი უნდა გააკეთოს მომავალსა და წარსულს შორის, - ამის შესახებ ახალციხეში, რაბათის ციხესთან გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე პრემიერ-მინისტრამ ივანე მერაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მტავრობის ამოცანაა გაქრეს ის კლასი, რომელსაც სურვილი აქვთ დააბრუნონ ქვეყანა უშუქობაში, კორუფციასა და სხვა იმ გაჭირვებაში
"დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკან დაბრუნებასა და მომავალს შორის. ჩვენი ამოცანაა, გაქრეს ის კლასი, რომელსაც სურვილი აქვთ დააბრუნონ ქვეყანა უშუქობაში, კორუფციასა და სხვა იმ გაჭირვებაში, რომელიც არსებობდა. სამწუხაროა, რომ საქართველოში ისევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ამის გაკეთება სურთ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.