პირობას გაძლევთ, რომ თითოეული ქართული სოფელი იგრძნობს ყურადღებას და თანადგომას საქართველოს მთავრობისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ახალციხეში, რაბათის ციხესთან გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა.
მერაბიშვილის განცხადებით, ყველა სოფელს ექნება წყალი, გზა, ინტერნეტი, დასრულდება დენის გამრიცხველიანება, დასრულდება გაზის რეაბილიტაცია.
"ჩვენ საქართველოში ავაშენებთ 500 ახალ სასოფლო-სამეურნეო საწარმოს. დამატებით 90 ათას ჰექტარს მოვრწყავთ, 35 ათას ჰექტარს დავაშრობთ, ვიყიდით დამატებით 2000 ტრაქტორს, კომბაინს და აგრეგატს, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება დაამუშაოს საკუთარი მიწის ნაკვეთი", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობა დაეხმარება გლეხებს გააორმაგონ პროდუქტის წარმოება და ჭარბი პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე.
მასალის გამოყენების პირობები