ჩვენ გვინდა განვითარება, გვინდა ევროპა, ნატო, უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება და ეს უნდა დაიწყოს აქედან, სამეგრელოდან, - _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სამეგრელოს განსაკუთრებულ სიმტკიცეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს უკან ვერავითარი ძალა ვეღარ დააბრუნებს.
"მტერი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი დაიღალა და ფიქრობს, იქნებ, ამ არჩევნების შედეგად ლანგარზე მოგვართვას საკუთარი თავი და რასაც სხვა რაღაცით ვერ მივაღწიეთ, ისე ტკბილი სიტყვით, მოფერებით დავითრიოთ იქნებ ეს ულამაზესი ქვეყანა. ნურას უკაცრავად, ჩვენ გვექნება თავისუფლება, ჩვენ გვინდა განვითარება, გვინდა ევროპა, ნატო, უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება და ეს უნდა დაიწყოს აქედან, სამეგრელოდან", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.