ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე, მალხაზ ვიტალის ძე თუთარაშვილი დააკავეს. თუთარაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების დროს, მოქალაქე ალექსანდრე ხახიშვილს სხეულის ფიზიკური დაზიანება მიაყენა. დაშავებული გარდაიცვალა.
თუთურაშვილის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა. თუთარაშვილს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.