კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ამერიკელ სენატორებს საქართველოში შექმნილი სიტუაცია გააცნო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ივანიშვილმა განაცხადა ამერიკელი სენატორები მისი ბიოგრაფითაც დაინტერესდნენ.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მათ აინტერესებდათ ჩვენი პოზიციის მოსმენა დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით. ერთმანეთს ინფორმაცია გავუზიარეთ. მათ კარგად იცოდნენ და უფრო კარგად დაინახეს დღევანდელი რეალობა. Mმე, პირადად, ბიოგრაფიაც გავაცანი, რადგან ძალიან აინტერესებდა, თუ ვინ ვიყავი ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა.