კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ,,ქართული ოცნება" რა ფორმითაც არ უნდა განვითარდეს პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს, _ აღნისნულის შესახებ ივანიშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,სააკაშვილისგან მართული ტელევიზიები ფიქრობთ, რომ დაპირისპირებას ვაპირებთ და ჩვენი გეგმები ამაზე გვაქვს აგებული. არავითარ შემთხვევაში. მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს კოალიცია არცერთ შემთხვევაში არ მოუწოდებს და არ დაუშვებს სამოქალაქო დაპირისპირებას. Mმხოლოდ მშვიდობიანი გზით გავისტუმრებთ ხელისუფლებას", _ განაცხადა ივანიშვილმა.