კოალიცია ,,ქართუ;ლი ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში დარჩენილი ქონება ამერიკულ ფონდზე გაასხვისა, _ აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ბატონ მაკკეინს ისიც ვუთხარი, რომ გუშინ ამერიკულმა ძალიან ცნობილმა ფონდმა სოფლის მეურნეობის პროექტის ბოლო ქონება, რაც რუსეთში მქონდა დარჩენილი იყიდა და ის ილუზიები და სიცრუეები, რასაც სააკაშვილი ხარშავს, რომ მე კრემლის აგენტი ვარ სენატორებმა კარგად დაინახეს, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა.