"ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომელთაც თავად გამოთქვეს სურვილი ზაზა გაბუნიასთან შეხვედრის და მის მიერ გამოცხადებულ ნომერზე დაუკავშირდნენ.
ზაზა გაბუნიამ მხარდამჭერებს საკუთარი პროგრამა გააცნო და ყურადღება ავარიული სახლების პრობლემებზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე, სამართლიანი ტარიფების დაწესებასა და ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაზე გაამახვილა.
„დღეს ვხვდები იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავად დამიკავშირდნენ და ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. მე მათ გავაცანი ჩემი პროგრამა და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ყველა აღნიშნული პრობლემა მოგვარდება და ჩვენი მშობლები იქნებიან დასაქმებულნი, მათ შვილებს ექნებათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება და პენსიონერები იქნებიან დაფასებულნი." - განაცხადა ზაზა გაბუნიამ