„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია გლდანულაში თამრიკო ნამგალაურის სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.
ოჯახი 10000 ქულით არის შეფასებული და მიუხედავად გამგეობისადმი არა ერთი მიმართვისა, ოჯახი კვლავ უსახლკაროდ რჩება.
ინგა გრიგოლია სოციალურად დაუცველ ოჯახს საკრებულოში შუამდგომლობას დაპირდა. ინგა გრიგოლიას განცხადებით, იმის გამო რომ ამდენი ოჯახი არის უსახლკარო, იმის გამო რომ ელექტროენერგიაში გაზრდილ გადასახადებს იხდიან, ნაციონაური მოძრაობა უნდა წავიდეს.
„სახელმწიფომ ყურაღება უნდა გამოიჩინოს ასეთი ოჯახების მიმართ და უზრინველყოს საცხოვრებელი ფართებით. სოციალუარად დაუცველ ოჯახებს დახმარებიდან მიღებული თანხა მთლიანად კომუნალურ გადასახადებში ეხარჯებათ. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან ტარიფებს ჩვენი ხალხისთვის." - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.