"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა NDI-ს კვლევა მნიშვნელოვან სურათს იძლევა.
,,NDI-ს ბოლო კვლევა საზოგადოების განწყობაზე მნიშვნელოვან სურათს იძლევა. საქართველოს მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, მოსახლეობის 78% თვლის, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, საქართველოს მოსახლეობის 60 % კი მიიჩნევს, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბოკუჩავამ.
მისი განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სურვილია, საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ NDI-მ საზოგადოებრვი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 31 ივლისიდან-12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და პირისპირი ინტერვიუერის პრინციპით 2 038 პირი გამოიკითხა.