საქართველოსთან ურთიერთობას რაც შეეხება, ჩვენ ბევრი მიმართულებით ვითანამშრომლებთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰექტორ ტიმერმანმა.
,,არგენტინა 90-იან წლებში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ყოფნა. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მსოფლიო საცხოვრებლად უკეთესი ადგილი გახდეს.Aარგენტინა საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით გაეროს პოზიციასა და ყველა მიღებულ რეზოლუციას იზიარებს. საქართველოსთან ურთიერთობას რაც შეეხება, ჩვენ ბევრი მიმართულებით ვითანამშრომლებთ. მათ შორისაა ტურიზმი სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვა. საქართველო შორს არის ჩვენგან, მაგრამ ჩემს გულთან ახლოს არის", _ განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.