საქართველოში ლუდის გერმანული ცნობილი ბრენდის „კაიზერის" ჩამოსხმა დაიწყო. "კაიზერის" ჩამოსხმის ოფიციალური უფლება, პირველად კომპანია „კაიზერ ბრაუსის" ისტორიაში, საქართველომ, უფრო კონკრეტულად კი კომპანია "ნატახტარმა" მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ "კაიზერის" ბოთლზე დატანილი იქნება წარწერა - Made in Georgia.
"ლუდსახარშმა "ნატახტარმა" გერმანულ კომპანიასთან მიაღწია შეთანხმებას და "ნატახტარი" საქართველოში ლიცენზირებული "კაიზერის" ჩამოსხმას აქტიურად იწყებს. როგორც "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი განმარტავს, ამ დროისათვის "კაიზერი" პილოტურ რეჟიმში ჩამოისხმება, თუმცა ლუდის მიწოდება თითქმის ყველა მაღაზიისთვის მოხდა. ხოლო მას შემდეგ რაც ქართველი მომხმარებელი "კაიზერს" უფრო "გაუშინაურდება" "ნატახტარიც" მის წარმოებას გაზრდის.
თორნიკე ნიკოლაიშვილის განმარტებით, "კაიზერის" ჩამოსხმის დაწყება მნიშვნელოვანია სამომავლოდ საექსპორტო თვალსაზრისითაც, რაც წინ წაწევს ზოგადად ქართული ლუდის ცნობადობას.
"კაიზერს" საქართველოში ცნობადობა გააჩნია და ეს ბრენდი აღქმულია, როგორც ცნობილი გერმანული ბრენდი და სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე შედგა ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთობა.
"კაიზერი" იწარმოება გერმანული "კაიზერის" სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დაცვით. რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანული მხარე ერთგვარად აკონტროლებს და მონიტორინგს უწევს წარმოების სხვადასხვა ეტაპებს. "ნატახტარში" ჩამოსხმული "კაიზერი" სრულად შეესაბამება გერმანული მხარის მოთხოვნებს"- აცხადებს "ნახახტარის" მარკეტინგის დირექტორი.
"ნატახტარის" მენეჯმენტი განმარტავს, რომ "კაიზერისთვის" მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ლუდ "კაიზერის" ცნობადობა გაიზარდოს და რაც მთავარია "კაიზერი" გერმანული ტექნოლოგიებით, სტანდარტებითა და გერმანული ნედლეულის გამოყენებით ჩამოისხას.
"ნატახტარში" აცხადებენ, რომ შეთანხმების მიხედვით ლუდის ხარისხის კონტროლის უფლება გერმანულმა მხარემ დაიტოვა.
"ისინი საკმაოდ უფრთხილდებიან საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ლუდის იმიჯს და მათი მხრიდან ლიცენზიების დარიგება იოლად არ ხდება. მათთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა რეგიონების ათვისება და ლუდის პოპულარიზაციის გაზრდა"- განმარტა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.
საქართველოში სტუმრად მყოფი გერმანული კომპანია "კაიზერის" მმართველი და ლაუსების საგვარეულოს წარმომადგენელი ჟოზეფ ლაუსი განმარტავს, რომ "კაიზერს" გერმანიაში 1500-მდე საწარმო აქვს და ის გემანული ლუდის ბაზრის 6 %-ს აკონტროლებს.
მისივე განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანია ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება.
"მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები. უკვე მოვასწარი დათვალიერება და საკმაოდ ლამაზი ბუნება და ქვეყანა გაქვთ და რაც მთავარია ძალიან სტუმართმოყვარე ერი ბრძანდებით. "კაიზერის" ძირითადი საწარმო ბავარიაში მდებარეობს. ბავარია ეს არის ლუდის ადგილი, ასე ვთქვათ "ლუდის ქვეყანა", სადაც მრავალი დასახელების ლუდი იწარმოება.
ჩვენ "ნატახტარში" ერთგვარი მონიტორინგი ვაწარმოეთ და დავრწმუნდით, რომ "ნატახტარს" საკმაოდ მაღალი წარმოების სტანდარტები აქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, "ნატახტართან" ურთიერთობა და მისთვის სპეციალური წარმოების ლიცენზიის მინიჭება"- განმარტა ჟოზეფ ლაუსმა.
ცნობისათვის, "ნატახტარმა" ოფიციალურად შეიძინა ლუდი "კაიზერის" წარმოების ლიცენზია - მათი ტექნოლოგიის გამოყენების უფლება, გერმანელი ტექნოლოგების ხარისხის კონტროლის სრული, პერმანენტული პასუხისმგებლობით .
აღსანიშნავია, ერომ კომპანია „ნატახტარმა" გერმანული ლუდის ჩამოსხმის თაობაზე ლიზენცია ლუდსახარშ „კაიზერ ბრაუსგან" 2012 წელს მიიღო და წელსვე წარმოებასაც შეუდგა.
"კაიზერი" საქართველოს ლუდის ბაზარზე პირველი ლიცენზირებული გერმანული ბრენდია, რომლის წარმოება და ჩამოსხმაც საქართველოში ხორციელდება. ის მზადდება გერმანული ტექნოლოგიითა და უმაღლესი ხარისხის გერმანულ ალაოთი. 0.5 ლ. ბოთლის ფასი 1.7 ლარია.
ლუდი Kaiser-ის ისტორია 1522 წლიდან იწყება, როდესაც პრინც ეპისკოპოსმა Bamberg-დან Weigand von Redwitz-მ გამოსცა ოფიციალური ლუდის ხარშვის ნებართვა სოფელ Neuhaus-ში.
პერიოდულად გერმანიის სხვადასხვა რეგიონში იმართებოდა ტრადიციული ლუდის ფესტივალები. ერთ-ერთი შეჯიბრის გამარჯვებულად ბავარიის გარეუბანში მცხოვრები ლაუსის საგვარეულო რეცეპტით დამზადებული ლუდი გამოვლინდა .
ლუდი აღიარეს როგორც სამეფო ლუდი და მისი სამეფო სახელწოდების გამო ის მოიხსენიებოდა შეძახილით - კაიზერი მეფობს!
1929 წელს ლუდმა კაიზერმა მიიღო კომერციული რეგისტრაციის უფლება და დღეს დღეისობით მისი ქარხანა წარმოდგენილია კომპანია Kaiser Bräu GmbH & Co.KG, - ის სახით, Neuhaus-ში.
საქართველოში წარმოებული "კაიზერის" პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც ლუდსახარშ "ნატახტარში" გაიმართა, ჟურნალისტები ლუდი „კაიზერის" ხარშვის, წარმოების და ჩამოსხმის ტექნოლოგიას დეტალურად გაეცნენ.
საქართველოში წარმოებული "კაიზერის" პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც ლუდსახარშ "ნატახტარში" გაიმართა, ჟურნალისტები ლუდი „კაიზერის" ხარშვის, წარმოების და ჩამოსხმის ტექნოლოგიას დეტალურად გაეცნენ.