ლოპოტას ხეობაში ვითარება უცვლელია. ხეობაში დარჩენილი დივერისული დაჯგუფების 6 წევრი, რომლებიც საქართველოს შსს-ის ქვედანაყოფების მიერ ალყაშია მოქცეული, ქართველი სამართალდამცავების შეთავაზებაზე - ჩაბარდნენ მშვიდობიანად - კვლავ უარს ამბობენ.
ისინი ლოპოტას ხეობის ზედა ნაწილში ძნელად მისადგომ ადგილას არიან გამაგრებული, მისასვლელი გზები კი დანაღმული აქვთ. ხეობაში ჩამოწოლილი ნისლი დევნის ოპერაციის განხორციელებას ართულებს.ლოპოტას ხეობაში შესული არიან გამნაღმველები და განაღმვით სამუშაოებს ატარებენ. დევნის ოპერაციის ადგილას 10-მდე მაღალი გამავლობის სამხედრო მანქანით შევიდა. სამხედროების დიდი ნაწილი კვლავ ტერიტორიაზე რჩება. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან სასწრაფო დახმარების მანქანები და კატასტროფის ბრიგადის ერთი მანქანა. სოფელ ლაფანყურში ვითარება სტაბილურია. მ
ამ დროისათვის ლოპოტას ხეობაში 6 შეიარაღებული დივერსანტის გაუვნებელყოფის მიზნით დევნის ოპერაცია გრძელდება. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. სოფელ ლაფანყურში ვითარება სტაბილურია.
შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი შედის. შტაბს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ხელმძღვანელობს.
დივერსიული ჯგუფის დევნის ოპერაციის დაწყების შესახებ საქართველოს შს სამინისტრომ 28 აგვისტოს გვიან ღამით განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარის, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოაჩინეს შეიარაღებული ჯგუფი. ამა კი წინ უსწრებდა ტყეში საქეიფოდ წასული ხუთი ახალგაზრდის გაუჩინარება, რომელიც როგორც გაირკვა სწორედ დივერსიულმა დაჯგუფებამ აიყვანა მძევლად.
ქართველმა მესაზღვრეებმა, რომლებიც პერიმეტრზე პატრულირებდნენ, შეიარაღებულ პირთა ჯგუფი შენიშნეს და მათთან მოლაპარაკების შემდეგ მძევლად აყვანილ რიგით ქართველ მოქალაქეებს საკუთარი ნებით ჩაენაცვლნენ. გათავისუფლებული 5 ქართველი ახალგაზრდას სოფელში დაბრუნების შემდეგ საპატრულო პოლიციისთვის ცნობილი გახდა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პირების შემოჭრისა და მათთან მძევლად მყოფი მესაზღვრეების შესახებ.
შემდეგ, შსს-მ ოფიცრები გაგზავნა ამ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად, რომლებმაც ამჯერად უკვე თვითონ დაიკავეს მძევლის ადგილი მესაზღვრეების ნაცვლად და გზავნილის მიტანა - ხელისუფლებამ შესთავაზა ამ ჯგუფს მშვიდობიანად ჩაბარება, რაცზე ოფიცრებმა უარი მიიღეს. ამის შემდეგ განხორციელდა ოპერაცია მძევლების გასათავისუფლებად, რასაც იმ მომენტში შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ლიკვიდაცია მოჰყვა.
ამის შემდეგ დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს შსს-ს დანაყოფებსა და დივერსიულ დაჯგუფებას შორის. შეტაკებების დროს განხორიციელდა შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრის ლივიდაცია. დევნის ოპერაციისას დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.