საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"დღეს საინფორმაციო სააგენტო „INFO 9"-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა ვიდეომასალა სახელწოდებით „სამხედრო ტექნიკა სამტრედიაში". საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა ტოვებდა ბევრი ინსინუაციების გაკეთების შესაძლებლობას.
გავრცელებული კადრები სინამდვილეში ასახავს ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის გადაადგილებას ორფოლოს პოლიგონზე სადაც მიმდინარეობს წვრთნები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოგახსნებეთ რომ სამინისტროს 3T-ს კონცეფციიდან გამომდინარე რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტოტალური წვრთნაა, ჯარი მუდმივი წვრთნის რეჟიმში იმყოფება.
თავდაცვის სამინსიტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედია საშუალებებს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ის სამინისტროს შესაბამის უწყებაში", - ნათქვამია განცხადებაში.