ინგა გრიგოლიამ დანარჩენ ოპოზიციას შესთავაზა გლდანში მოხსნან მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ქრისტიან-დემოკრატების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეს შეთავაზება მას შემდეგ გააკეთა, რაც გადაცემის წამყვანმა მას უთხრა, რომ ხშირად ისმის ქრისტიან-დემოკრატებისმიმართ პრეტენზიები, რომ ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს. ინგა გრიგოლია ტელეკომანია "რუსთავი 2-"ზე, 23 აგვისტოს, გადაცემა "არჩევანი 2012" -ში გამართულ წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობდა. მასთან ერთად დებატებში "ნაციონალურ მოძრაობს" პარტიის სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი წარმოადგენდა, კოალიცია "ქართულ ოცნებას" კი - ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია.
"მარადიულად, ეს არის რაღაც შანტაჟის თემა. შენ თუ შენი ცალკე პოლიტიკური გუნდი, თავისი ძალიან მყარი პოზიციებთ, აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თურმე შენ ხარ მოღალატე, შენ ხარ ვიღაცასთან შეკრული. იმის გამო, რომ ჩვენ რაღაც კონსესუსამდე მივიდეთ მარტო ერთი მხრიდან არ უნდა იყოს წინადადება", - განაცხადა გრიგილიამ და ოპოზიციის მისამართით შეთავაზებ გააკეთა.
"არსებობს ყველანაირი რეიტინგები, რომლის მიხედვით გლდანში არჩევნებს იგებს ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი. მე გთავაზობთ, მოხსენით თქვენი კანდიდატი, მოხსნან დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, იგივე გლდანში, სადაც არის იმის რეალური შანსი, რომ დავამარცხო ნიკა ხაჩირაშვილი, რომელმაც პირველმა ასწია ხელი, როდესაც ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი ერთმანეთს მიაბა ხელისუფლებამ. მე მაქვს ყველანაირი შანსი, ყველანაირი გამოკითხვებით ხაჩირაშვილი დავამარცხო", - განაცხადა გრიგოლიამ.
გლდანში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით კენჭს ნიკო ხაჩირაშვილი იყრის, კოალიცია "ქართულ ოცნებას" სოსო ჯაჭვლიანი წარმოადგენს, ხოლო "ქდმ"-ს - ინგა გრიგოლია.