"ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალად ანგელა მერკელი დაასახელა. გერმანიის კანცლერმა ეს შეფასება ჟურნალისგან ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის მიიღო.
"ფორბსის" რეიტინგებში მეორე ადგილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იკავებს, მას კი ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა როუსეფი მოსდევს.
ამ სამეულის შემდეგ, "ფორბსისთვის" ყველაზე გავლენიანი ქალი კომპანია "მაიკროსოფტის" უფროსის მეუღლე მელინდა გეითსია.