"რაც შეეხება ამ განცხადებებს ლენინიზმის თაიობაზე და ზოგადად საარჩევნო გარემოს შესახებ, მე მინდა ერთი რამ ვთქვა, საარჩევნო გარემოც არის ძალიან მძიმე და იმდენად მძიმე, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ერთ ფრაზაშია მოქცეული - ტელევიზიის ანტენების დაყადაღება", - განაცხადა "ქრისტიან დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ 23 აგვისტოს ტელეკომანია რუსთავი 2-ის გადაცემაში - "არჩევანი 2012" და დასძინა, - " მე პირადად ჩემი პოზიცია, როდესაც დაიწყო ეს აურზაური, ჩემი პოზიცია, დავაფიქსირე იმით, რომ წავედი და გლობალი ჩავრთე, მაშინ როცა არ ვიყავი მათი აბონენტი".
გრიგოლიამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე და აღნიშნა, რომ მათი დასკვა იქნება უმნიშვნელოვანესი.
"რაც შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, იქნება უმნიშვნელოვანესი მათი დასკვნა, - განაცხადა ინგა გრიგოლია.
გრიგოლიამ აღნიშნა, რომ "ხელისუფლება წავა ყველაფერზე, რომ არ დათმოს ძალაუფლება".