"ქრიტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩია ათასლარიანი ვაუჩერები სახლში გაიკრან იმის მოსაგონად, რომ ოდესღაც ხელისუფლებაში იყვნენ. ტელეკომანია "რუსთავი 2-"ზე, 23 აგვისტოს, გადაცემა "არჩევანი 2012" -ში გამართულ წინასაარჩევნო დებატებში გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ათასლარიანი ვაუჩერები შურაცხმყოფელი თემაა მოსახლეობისთვის.
დებატებში "ნაციონალურ მოძრაობს" პარტიის სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი წარმოადგენდა, კოალიცია "ქართულ ოცნებას" კი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია.
"ჯერ ერთი მე ხალხს მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ, რომ ეს ათასლაიანი ვაუჩერი ნაწილდება 4 წელზე და ვინმე არ იფიქროს, რომ ეს არის ერთბაშად ერთი წლის ათასი ლარი. ვის სჭირდება, ქალბატონო ჩიორა, თქვენი ვაუჩერები. 20 და 30-ლარიანი ვაუჩერი კი არ სჭირდება ხალხს - ეს წაიღეთ და სახლში გაიკარით იმის მოსაგონად, რომ ოდესღაც იყავით ხელისუფლებაში - ხალხს სჭირდება დასაქმება, ხახლს სჭირდება ფული შვილების განათლებისთვის. ხალხს სჭირდება ჯანდაცვისთვის საჭირო ფული, ხალხს სჭირდება ტარიფების გაიაფება. ახლა აღმოაჩინეთ, რომ ასეთ მძიმე დღეშია ხალხი. თუ ამდენი გაღატაკებული ხალხი ცხოვრობს ქვეყანაში ესე იგი ხელისუფლება არ ხარ ვარგისიანი და ხელისუფლებიდან უნდა წახვიდე", - განაცხადა გრიგოლიამ.
მან ასევე ისაუბრა ავჭალის მოსახლეობის პრობლემებზე. გრიგოლიას თქმით, ავჭალაში გაყვანილი რკინიგზის ხაზის გამო ადამიანებს ამოუკეტეს, საერთოდ სავალი ბილიკებიც კი და ცხოვრობენ გაუსაძლის მდგომარეობაში.
"მე დღეს წარმოვაგდნე იქვე მცხოვრებ ბატონ ჯემალ გელაძეს, რომელსაც ამ რკინიგზის გამო ჩამოართვეს საკუთარი ქონება. იცით რაშია საქმე? თქვენ უკვე ამოწურეთ თქვენი ნდობის ლიმიტი. ხალხს აღარ სჯერა. ხალხო გეუბნებით, ადამიანებს ვხდები და ვუსმავ ერთადერთ კითხვას - გჯერათ ის დაპირებები, რასაც გაძლევთ სააკაშვილი? - არავის სჯერა. ხალხს მიეცით სამსახური, ხალხს გაუიაფეთ ტარიფები, როგორც ეს ჩვენ შემოგთავაზეთ - იგივე თუნდაც "თელასის" გამოსყიდვის პირობებში და მერე ილაპარაკეთ იმაზე, რომ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავთ", - განაცხადა გრიგოლიამ.