დიდი ბრიტანეთის გამოცემა The Sun-მა განაცხადა, რომ დაბეჭდავს პრინცი ჰარის შიშველ ფოტოებს.
გამოცემა აცხადებს, რომ ნანახის მორალური შეფასებები აუტანელია და ბრიტანელ მკითხველს აქვს უფლება იხილოს ტახტის რიგით მესამე მემკკვიდრის ფოტოები, რომელიც ლას-ვეგასში, ერთ ერთ სასტუმროს ნომერშია გადაღებული, სადაც შიშველი პრინცი ჰარი ასევე შიშველ უცნობ გოგონას ეხუტება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ფოტოები უკვე ნახა მთელმა მსოფლიომ და დიდ ბრიტანეთშიც აქვთ უფლება ნახონ იგივე.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ მედიაში პრინცი ჰარის შიშველი ფოტოები ამ დრომდე არ დაბეჭდილა.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირებმა უკვე დაადასტურეს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებზე, რომელიც ლას-ვეგასშია გადაღებული ნამდვილად პრინცი ჰარია გამოსახული.
ფოტოებზე პრინცი უცნობ გოგონასთან ერთად შიშველი ბილიარდს თამაშობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ბილიარდს გახდაზე თამაშობდა და რამდენიმე პარტიის წაგების შემდეგ დარბაზში შიშველი აღმოჩნდა.