"ხელისუფლება თუ კი წააგებს არჩევნებს, ეს ხელისუფლება არაფრით არ დათმობს საკუთარ ძალაუფლებას. ეს ხელისუფლება ზუსტად ისევე გადაუვლის ქუჩაში გამოსულ ხალხს თავზე, როგორც ეს მოხდა 7 ნოემბერს, როგორც ეს მოხდა 26 მაისს", - განაცხადა "ქრისტიან დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ 23 აგვისტოს ტელეკომანია რუსთავი 2-ის გადაცემაში - "არჩევანი 2012".
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
"ალბათ ისეთი მნიშვნელოვანი ქართული არჩევნებისთვის, როგორც არასდროს ყოფილია, იმიტომ, რომ ჩვენ ვდეგავრთ ძალიან დაძაბული არჩევნების წინაშე. ეს იქნება არჩევნები, რომელიც, როგორც არ უნდა დამთავრდეს, შესაძლებელია ერთი ან მეორე მხარის მიერ იქნას გაპროტესტებული. ჩვენ ვიცით, რომ კოალიცია ან ნებისმიერი პარტია აკეთებს მინიშნებას იმაზე, რომ თუ არ დამთავრდება მათთვის სასურველი შედეგით, ისინი აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში, მაგრამ ჩვენ ასევე გვყავს ხელისუფლება, რომელიც თუ კი წააგებს არჩევნებს, არაფრით არ დათმობს საკუთარ ძალაუფლებას. ეს ხელისუფლება ზუსტად ისევე გადაუვლის ქუჩაში გამოსულ ხალხს თავზე, როგორც ეს მოხდა 7 ნოემბერს, როგორც ეს მოხდა 26 მაისს. ხელისუფლება, რომელსაც თავისი მთავარი იარაღი აქვს ხელკეტი. ანუ, ამ რეალობის წინაშე როდესაც ვდეგავრთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიუკერძოებელ არბიტრს და ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საერთშორისო დამკვირვებლების დასკვნა", - განაცხადა გრიგოლიამ.
გადაცემაში გამართულ დებატებში ასევე მონაწილეობდნენ კოალიცია ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია და ნაციონალური მოძრაობის სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი.