ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „მერსედესისა" და „ლექსუსის" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც 7 მგზავრი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
ორი დაშავებული ყვარლის სამედიცინო ცენტრიდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისსში გადაიყვანა.
„საავადმყოფოში ავოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 პაციენტი შემოიყვანეს. განსაკუთრებით მძიმე იყო მამა-შვილის, 24 წლის ბიჭის და 3 წლის ბავშვის მდგომარეობა. ბავშვს მიღებული ჰქონდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი თბილისში. ბავშვის მამას ბარძაყის, წვივის და და იდაყვის ძვლის მოტეხილობები აღენიშნებოდა. მას ასევე მუცლის ღრუს სასწრაფო ოპერაცია ჩავუტარეთ, რის შემდეგაც თბილისში გადაიყვანეს. დანარჩენი პაციენტები სტაციონარში მოვათავსეთ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის საედიცინო ცენტრის დირექტორმა ზვიად დუშმანაშვილმა.