დღეს, 24 აგვისტოს, ნორვეგიის სასამართლო ანდრეს ბრეივიკს ვერდიქტს გამოუტანს. ბრეივიკი აღიარებს, რომ 2011 წლის 22 ივლისს მან 77 ადამიანი მოკლა და 240 დაჭრა.
ხუთი მოსამართლე პირველ რიგში უნდა შეთანხდეს, რომ ბრეივიკი საღ ჭკუაზეა. ასეთ შემთხვევაში მას ხანგრძლივი სასჯელი ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრეივიკს ფსიქიატრიულ მკურნალობას დაუნიშნავენ.
ბრეივიკი აცხადებს, რომ მისი ქმედება განპირობებულია ულტრამემარჯვენე და ანტიმუსულმანური შეხედულებებით და არ სურს რომ მას აღიქვამდნენ როგორც შიზოფრენიკს.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში და კუნძულ უტოიაზე, ტერორისტის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 77ადამიანი დაიღუპა და 240 დაშავდა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც იყო.