დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობიდან 21 წელი შესრულდა.
უკრაინამ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.
უკრაინის სსრ სსრ კავშირის შემადგენლობაში 1922 წლიდან შევიდა. 1991 წელს გამოცხადდა უკრაინის დამოუკიდებლობა.
1945 წლიდან უკრაინა გაეროს წევრია, ხოლო 1997 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ნატოსთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ.