ნაციონალური მოძრაობის ისნის რაიონის მაჟორიტარიობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, დღეს ვაზისუბანში ხელოვნების ფესტივალს დაესწრო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შესრულებული ნამუშევრები, ნახატები და სუვენირები დაათვალიერა. მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სხვადსხვა ტემებზე გაესაუბრა.
"ისანი უნდა გახდეს განვითარების ცენტრი. ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ ისნის რაიონი, ყველა ადამიანს უნდა მოუძებნოთ ინტერესი. ხედავთ რამდენი ნიჭიერი ადამიანია ისანში, ისინი სხვადასხვა ნაკეთობებ ქმნიან. ტურისტები, როდესაც ქალაქში ჩამოდიან, სწორედ ასეთ ნაკეთობებსა და სუვენირებს ყიდულობენ, ეს არის შემოსავლის წყარო თითოეული ოჯახისთვის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.