ისრაელმა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს , რომელიც ისრაელის აღნიშნულ ნაბიჯს მიესალმება.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისთვის აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთისა და ისრაელის მიერ