„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი, ნინო გურიელი წყნეთში, სოფელ ახალდაბის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
ნინო გურიელის განცხადებით, მოსახლეობას წყლის პრობლემა აწუხებს, რადგან წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც ასეთ სიცხეში ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.
ნინო გურიელმა მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და მოსახლეობას წყლის გრაფიკთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
„დღეს წყნეთში სოფელ ახალდაბის მოსახლეობას შევხვდი, სადაც მთავარ პრობლემად კვლავ წყალი და უსამართლოდ გაზრდილი მაღალი ტარიფები რჩება. ჩვენი, „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ვპირდებით რომ ქვეყანაში აღმოიფხვრება ყველა ეს პრობლება, დაწესდება სამართლიანი ტარიფები და თიოთოეული ოჯახის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება." - განაცხადა ნინო გურიელმა