საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახმეტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაქზობთ.
"22 აგვისტოს 21:30 საათზე ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოში რაიონის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება ორი პირის ბაჩანა ბულისკერიას და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. ამავდროულად პოლიციას საჩივრით მიმართა ახმეტის რაიონის მცხოვრებმა ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა. ყაჩმაზაშვილის და ჭიჭიაშვილის განცხადებით მათ სტუდია GNS-ის ჯურნალისტი ბაჩანა ბულისკერია და ოპერატორი ვასილ დაბრუნდაშვილი მათ კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ. მათი თხოვნის მიუხედავად არ დატოვეს ტერიტორია რასაც მოყვა შელაპარაკება და ჩხუბი. სამედიცინო დათვალიერების შემდეგ პოლიციას ასევე მიმართა სტუდია GNS-ის გადამღებმა ჯგუფმა და მათ განაცხადეს, რომ ფიზიკური დაზიანებები ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშილმა მიაყენეს. სტუდია GNS -ის გადამღებ ჯგუფსა და ყარმაზანაშვილი ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები საზოგადოებას დამატებითი ეცნობება." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ახმეტაში, სტუდია GNS-ის გადამღები ჯგუფი წუხელ ერთ-ერთი საწარმოს გადაღებისას სცემეს, სადაც მათი ინფორმაციით, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ინახებოდა.