ბიძინა ივანიშვილის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო. "ქართული ოცნების" ლიდერს ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, ივანიშვილის წინააღმდეგ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო.
საწყის ეტაპზე მოხდება ივანიშვილის ქონების მოძიება, მისი შეფასება და ამის შემდეგ გადაწყდება აღსრულების რომელ ფორმას მივმართავს ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ
სამართადამრღვევად 11 აგვისტოს სცნო და უკანონო შემოწირულობების
განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა.
იძულებითი აღსრულების პროცესი უკვე დაიწყო კახი კალაძის მიმართაც. კალაძეს, რომელიც 16 944 900 ლარით დაჯარიმდა და ჯარიმას სააღსრულებლო საფასურის სახით კიდევ 1 186 147 ლარი დაემატა. მისი გადახდის 7-დღიანი ვადა 21 აგვისტოს ამოეწურა.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავადაც და კახა კალაძეც მზად არიან, თანხა გადაიხადონ, თუმცა მანამდე უნდა გაირკვეს იმ 80 მილიონის ბედი, რომელიც ივანიშვილმა ბიუჯეტში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხა.