პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის წევრები 203 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავენ, მათ შორის 9 არასრულწლოვანია და 23 ქალი.
შეწყალებულთა სიაში მოხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ასევე აქვთ დადებითი რეკომენდაციები და პატიმრობის პერიოდში გამოირჩეოდნენ კარგი ყოფაქცევით.
"უნდა განვიხილოთ საქმეები, რომლებიც შემოვიდა ამ პერიოდში პრეზიდენტის სახელზე. უნდა გადავწყვიტოთ ვის ვაძლებთ რეკომენდაციას და ვის არა. შემდეგ სია წარედგინება პრეზიდენტს და ის გადაწყვეტს ვის შეიწყალებ." - აცხადებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე.