აფხაზმა მაშველებმა გამოქვაბულიდან რუსი სპალეოლოგი ალექსეი აქსიონოვი ამოიყვანეს. ამ დროიმდე ვერ ხერხდება აქსიონოვის მეწყვილეს, დაღუპული ალექსეი საველიევის ცხედრის ამოტანა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გაგრის რაიონში მდებარე გამოქვაბულ "ილიუხინსკაიასთან" ამჟამად გვირაბში შესასვლელი ყელის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.
24 წლის ალექსეი საველიევი 20 აგვისტოს უბედური შემთხვევის შედეგად, გამოქვაბულში შესვლისას, 1000 მეტრ სიღრმეზე დაშვებისას გარდაიცვალა.