გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი პან გი მუნი, მომავალ კვირას ირანში მიუმხრობელი ქვეყნების სამიტს დაესწრება.
გენერალურმა მდივანმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ისა და ისრაელის მოწოდების მიუხედავად მიიღო, რომლებიც მოითხოვდნენ სამიტის იგნორირებას.
გენერალური მდივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პან გი მუნი ისარგებლებს შემთხვევით, რათა სამიტის მონაწილეებს გაუზუაარის ის შეშფოთება, რომელიც უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამას და სირიის კრიზისს.
მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობა აერთიანეებს 120 ქვეყანას და ოცამდე დამკვირებელ-სახელმწიფოს.