არჩევნების შემდეგ ივანიშვილის გაერთიანება დიდი ალბათობით უნდა დაიშალოს, - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე.
ვეფხვაძე ივანიშვილის გაერთიანების არჩევნებამდე დაშლას გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, ყველას აქვს თავისი პრაგმატული ნიშანი მოხვდეს პარლამენტში.
"ვინაიდან ივანიშვილის გამოჩენამდე ამ პოლიტიკური ძალების რეიტინგი იყო ნოლის მიდამოში. მერე როგორც კი ისინი პარლამენტში მოხვდებიან, როგორც სააკაშვილზე თქვეს გიჟია და ამ კაცთან რა გვინდაო, ისე გამოაცხადებენ ახლა ივანიშვილზე. სხვა თუ არაფერი, ივანიშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტი ვიცით. ის ვისაც ფულს აძლევს გარკვეული პერიოდის შემდეგ იშორებს, იმიტომ რომ მასზე იმედები უცრუვდება, ამბობს რომ ამ კაცმა ფული შეჭამა და საქმე არაფერი არ გააკეთაო. ამიტომაც იქნება დასწრებაზე ისინი გამოასწრებენ, თუ ივანიშვილი გამოყრის", - განაცხადა ვეფხვაძემ.