ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის" კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით საყვარელიძემ ახალგაზრდებს პროექტი" ნარკოტიკებისაგან თავისუფალი საქართველო" პრეზენტაცია წარუდგინა .
შეხვედრაზე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოში ბოლო წლებში ნარკოტიკების მომხმარებელთა და რეალიზატორთა კლების დინამიკა წარუდგინა ახალგაზრდებს.
"საუბედუროდ ჩვენს ოპონენტებს გაუჩნდათ ნოსტალგია იმ კორუფციული დროის და იმ ნარკოტიკული აფეთქებების მიმართ რაც საქართველოში ხდებოდა , ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მიიწევდა წინ და ჩვენი ამოცანაა მეტი სარგებელი მოგვეტანა ხალხისთვის. მეტი სარგებელის მოტანა ნიშნავს ნარკოტიკისაგან თავისუფალ საქართველოს", - განაცხადა საყვარელიძემ.