ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიის მიერ, მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს.
21 დან 25 აგვისტოს ჩათვლით გადაადგილება შეიზღუდება მარშალ გელოვანის გამზირზე. მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ბაქრაძის ქუჩის გავლით ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. მარშალ გელოვანის გამზირზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.