საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგითი ჯაბა გაბიტაშვილის გარდაცვალების გამო განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი ჯაბა გაბიტაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს< - აღნიშნული განცხადებაში.
სამინისტროოს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. ამ ეტაპზე მთავარ ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება. შესწავლილი და შემოწმებული იქნება უბედური შემთხვევის ყველა გარემოება და დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისათვის გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
"გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს", - აღნიშნავს სამინიტრო.