მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის გარძელება ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია. ამის შესახებ საქართველოს პარლამეტის ვიცე სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
"ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილის კარიერა არ დასრულდეს, ლოგიკა ამბობს, რომ არ დასრულდება" , - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
წერეთელი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე არყოფნა, არ ნიშნავს, რომ მას პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ აქვს.
"სააკაშვილს აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში ამა თუ იმ პოზიციაზე", - განაცხადა წერეთელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერ -მინისტრი, რომელაც 4 წლიანი გეგმა უნდა განახორციეელოს.
"რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა პრემიერ-მინისტრი (სააკაშვილი. რედ), შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი უკვე ჰყავს, რომელსაც 4-წლიანი გეგმა აქვს განსახორციელებელი", - განაცხადა წერეთელმა.