„ქრიტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ჩუღურეთის მაჯორიტარობის კანდიდატმა, კახა ბასილიამ პარტიის ერთ - ერთ ლიდერთან, მაგდა ანიკაშვილთან ერთად ჩუღურეთის რაიონში კონფერენცია გამართა.
კონფერენციაზე, კახა ბასილიამ საზოგადოებას „ქრისტიან - დემოკრატების" მიერ შემუშავებული პროგრამის - გააკეთე არჩევანი ჯანსაღ ცხოვრების წესზე, პრეზენტაცია წარადგინა და ყურადღება მსოფლიო ჯანდაცვის კვლევის შედეგებსა და ანტინარკოტიკულ ღონისძიებებზე გაამახვილა.
„ქრისტიან -დემოკრატებმა იტალიელ კოლეგებთან ერთად შევიმუშავეთ პროგრამა - გააკეთე არჩევანი ჯანსაღ ცხოვრების წესზე, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღ ცხოვრებას. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო ჯანდაცვის კვლევების შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ - ერთ მოწინავე ადგილზეა ნარკომანიის კუთხით, სწორედ ეს პროგრამა შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია და სექტემბრიდან რეგიონებში გაგრძელდება." - განაცხადა კახა ბასილიამ.