"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" კომუნისტურ პარტიას შეადარა.
მისი თქმით, სახელისუფლებო ძალა ყველა ეროვნული დღესასწაულის "ნაციონალური მოძრაობის" დღესასწაულად გადაქცევას ცდილობს.
"მათი სახით დღეს ჩვენ კომუნისტური პარტია მოგვევლინა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.