"პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა გაბუნიას მხარდამაჭერი ორგანიზაციის, "კრწანისის" შექმნის შესახებ გააკეთეს განცხადება.
"შავი ზღვის უნივერსიტეტის" სტუდენტის მარიამ მახარობლიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ ზაზა გაბუნია ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ახალგაზრდების დასაქმების ახალი სისტემა შემოაქვს.
"ახალგაზრდების დასაქმება მნიშვნელოვანი პრობლემაა. ზაზა გაბუნია კი გვთავაზობს ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას. მისი ინიციატივით პარლამენტში შევა კანონპროექტი, რომელიცითვალისწინებს საჯარო და კერძო ორგანიზაციებისათვის სავალდებულო ქვოტების გამოყოფას ახალგაზრდების დასაქმებისათვის. ეს კანონი ნამდვილად იქნება შედეგიანი", - განაცხადა მარიამ მახარობლიძემ.
პრესკონფერენციას ზაზა გაბუნიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ის მადლიერია ახალგაზრდების და თავის მხრივ პირდება მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.
"ჩემთვის ამ სტუდენტების და სხვაადამიანებისმხარდაჭერაარისსტიმულიც და ვალდებულებაც, ამიტომჩემიძალისხმევამიმართულიიქნებაიმისკენ, რომ კრაწნისშიიყოსყველაზემეტიახალგაზრდადასაქმებული, რომ კრწანისელები იხდიდნენ იაფ გადასახადებს კომუნალურ ტარიფებში, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვა და კრწანისში მოგვარდეს ავარიული სახლების და სანიაღვრე ქსელებისპრობლემა", - განაცხადა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნია კრწანისში შეხვედრებს ხვალაც განაგრძობს.
მასალის გამოყენების პირობები