რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის ტრაიან ბაბესკუს იმპიჩმენტის პროცედურა შეწყვეტილად გამოაცხადა.
ქვეყანაში გამართული რეფერენდუმის საბლოლოო მონაცემებით, მასში მონაწილება ამომრჩეველთა 45,9%-მა მიიღო, რაც კანონის შესაბამისად არასაკმარისია პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.
ივლისის დასაწყისში ქვეყნის პარლამეტმა ბაბესკუ პოსტიდან დროებით გადააყენა და მას ბრალი დასდო თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
ბაბესკუ ქვეყნის პრეზიდენტან 2014 წლამდე დარჩება.