რუსეთის მმართველი ტანდენი აღარ არსებობს, სისტემა საბჭოთა დროინდელ სახელისუფლებო ორგანოს - სკკპ-ს ცკ-ის პოლიტბიუროს გათანამადროვებულ მოდელს დაუბრუნდა, წერს რუსული მედია. ქვეყანას მართავს კონგლომერატი, კლანები, რომელიც რესურსების მოპოვებაში უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. ამ კლანებიდან რვა ლიდერი ექსპერტებმა პოლიტბიუროს შემადგენლობაში შეიყვანეს.
"პოლიტბიური 2.0" არასოდეს იკრიბება ერთობლივ სხდომაზე, თუმცა აღინიშნება, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობის გარეშე ის ქმედუუნაროა. პუტინის პოლიტბიუროში უმაღლესი არბიტრის როლი აქვს.
მოხსენება "ვლადიმერ პუტინის დიდი მთავრობა და "პოლიტბიურო 2.0" ჰოლდინგის "მინჩენკო კონსალტინგის" პრეზიდენტმა ევგეენი მინჩენკომ და პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კირილ პეტროვმა შეადგინეს.
მოხსენებაში დასკვები გაკეთებულია პოლიტიკისა და ბიზნესელიტის 60 წარმომადგენლის ანონიმური გამოკითხვიუს საფუძველზე.
პოლიტბიუროს ხელმძღვალელობს ვლადიმერ პუტინი -პრეზიდენტი, უმაღლესი არბიტრი.
პოლიტბიუროს შემადგენლობაში შედიან:
- დიმიტრი მედვედევი - პრემიერ-მინისტრი, რომელსაც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ამბიციებზე უარის თქმამ მოუწია;
- სერგეი ივანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- იგორ სეჩინი, როსნეფტის შეფი, რომელიც ჯერ -ჯერობით ინარჩუნებს გარკვეულ გავლენას ძალოვან სტრუქტურებზე;
- გენადი ტიმჩენკო, ნავთობტრეიდერი;
- იური კოვალჩუკი, ბანკი "რასიას" და ნაციონალური მედიაჯგუფის თანამფლობელი, პუტინის მეგობარი და მეზობელი, რომელიც ასევე განკარგავს სპილენძის რესურსებს.
- სერგეი ჩემეზოვი, კორპორაცია "როსტეხნოლოგიის" გენდირექტორი. პუტინის მეგობარი "კგბ" დროიდან, ისინი ჯერ კიდევ გერმანიში მოღვაწეობდნენ ერთად;
- სერგეი სობიანინი - მოსკოვის მერი;
-ვიაჩესლავ ვოლოდინი, კრემლის ადმინისტრაციის შეფის პირველი მოადგილე, რომელმაც საკუთარ ხელში აიღო პოლიტიკური მენეჯმენტი;
გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, პოლიტბიუროს თითოეული წევრი აკონტროლებს მისთვის განკუთვნილ სფეროებს, მათზე მიბმულია სხვადასხვა ჯგუფები და ცალკეული პერსონები. ზოგიერთი მათგანი პოლიტბიურის წევრობიის კანდიდასტადაც სახელდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პუტინის- როგორც მთავარი მედიატორის კონტროლს ქვეშ რჩება გრძელვადიანი საგაზო კონტრატები, გაზის სფეროს და უშუალოდ გაზპრომის მართვა. ასვე პუტინი აკონტროლებს ვნეშეკონომ ბანკს, VTB ბანკს და შემნახველ ბანკს.
ექსპერტეები აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი პუტინს შესაძლებლობას აძლევს მკაცრად აკონტროლოს თითოეული კლანის ინტერესები და არ დროულად მოთოკოს ცალკეული ჯგუფების ამბიცები.
პოლიტბიუროს და მასზე დამოკიდებული ჯგუფების მიზანია ხელისუფლების კონვერტაცია საკუთრებაში, მისი მემკვიდრეობიტ გადაცემა და ლეგიტიმაცია რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ.
მასალის გამოყენების პირობები