შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების საექსპლუატაციო სამუშაოებს ატარებს. ამ ეტაპზე, სოფელ ახალუბანში ტირიფონის მაგისტრალური არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლების - მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის დაახლოებით 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია დამატებით 20 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 15,685 ჰექტარზე გაუმჯობესდა.