სირიის კომერციულ დედაქალაქ ალეპოში, სადაც ბაშარ ასადის ძალებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგეების ბრძოლები მიმდინარეობს, იაპონელი ჟურნალისტი მიკა იამამატო დაიღუპა.
იაპონიის საგარეო უწყების ინფორმაციით, დაღუპულის ცხედარი თურქეთში გადაასვენეს, სადაც ის კოლეეგებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა ამოიცნეს.
45 წლის ჟურნალისტი სლეიმან-ელ-ჰაბილის კვარტალში იმყოფებოდა, როდესაც სამთავრობო ძალებმა ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შედეგ ცეცხლი გახსნეს.
ამავე რაიონში დაიკარგა ორი არაბი და ერთი თურქი ჟურნალისტი. ჟურნალისტები ალეპოში თურქეთიდან ჩავიდნენ.
მიკა იამამატო თავისუფალი ჟურნალისტების კავშირის Japan Press-ის წარმომადგენელი იყო, მისი სპეციალიზაციას კონფლიქტურ რეგიონებში ინფორმაციის მოგროვება წარმოადგენდა. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ავღანეთში, ერაყში, უგანდაში, არის იაპონიის პროფესიული პრემიის მფლობელი, გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი.
2011 წლიდან სირიაში სამი უცხოელი ჟურნალისტი დაღუპა. 11 იანვარს ფრანგი რეპორტიორი ჟილ ჟაკე, 22 თებერვალს ამერიკელი მერი კოლვინი და ფრანგი ფოტოგრაფი რემი ოჩლიკა.