სპეციალისტებმა ადამიანების კიდევ ერთი სახეობის არსებობის ახალი მტკიცებულება აღმოაჩინეს, ადამიანი - დიდი თავის ქალით და ბრტყელი სახით.
კვლევის შედეგები წარმოდგენილია ამერიკული ჟურნალის, Nature -ს ახალ ნომერში, , რომელიც ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ წარმოდგენას იმაზე, რომ მაიმუნის ევოლუციის გზა - პრიმატი- თანამედროვე ადამიანია. როგორც აღმოჩნდა, არსებობდა "გარკვეული მრავალფეროვანი სახეობა, ისევე როგორც ცხოველებში".
აფრიკაში დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ, შეიძლება ადამიანის სულ მცირე სამი ნაირსახეობა არსებობდა. ასეთ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელთა კვლევები.
ანთროპოლოგების აზრით, ჰომო ერეკტუსი ("გამართულად მოსიარულე ადამიანი") და ჰომო აბილისთან ("მოხერხებული ადამიანი") ერთად აფრიკის კონტინენტზე ცხოვრობდა ასევე ჰომო რუდოლფენზისი ("ადამიანი რუდოლფსი"), რომლის არსებობის ახალი მტკიცებულების აღმოჩენა შესაძლებელი გახდა.
2007 წლიდან 2009 წლებში ადამიანის ჩონჩხის სამი ფრაგმენტი ჩრდილოეთ კენიაში ტურკანის ტბის მახლობლად აღმოაჩენეს. ნიმუშებს შორის იყო სახის ქალის ნაწილი და ორი ყბა, რომელთაგან ერთი თითქმის სრულად შენარჩუნდა.
ნაპოვნი ძვლების შედარებით იმ ნიმუშთან, რომელიც ამავე რაიონში დაახლოებით 40 წლის წინ აღმოაჩინეს და იწოდება როგორც "KNM-ER 1470", ექსპერტებმა იპოვეს ახალი მტკიცებულება სხვა ტიპის ადამიანის ნაირსახეობისა დიდი თავის ქალით და გამოწეული ბრტყელი სახით.
ჟურნალ Nature გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთმა ავტორმა პროფესორმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან ფრედ სპურმა მიანიშნა, რომ "სამი ახალი ნამარხი იძლევა გაცილებით ნათელ სურათს, იმისა თუ როგორ გამოიყურებოდა ქალის ფრაგმენტის "1470" მფლობელი". ახლა ნათლად ჩანს, რომ ორი სახის პრიმატების ადრეული წარმომადგენლები გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ ჰომო ერეკტუსებთან.
"ახალი ნამარხი დაეხმარება დადგინდეს, თუ როგორ წარმოიქმნა ადამიანის ევოლუციის ჩვენი შტო და მიაღწია აყვავებას თითქმის ორი მილიონი წლის წინ", - დარწმუნებულია სპური.
კვლევების ერთ ერთი ავტორის დოქტორ მივ ლიკის აზრით, ჩვენი სახეობის განვითარების ადრეულ ეტაპზე არსებობდა გარკვეული მრავალფეროვნება.
"ჩვენი სახეობა ვითარდებოდა ისევე როგორც სხვა ცხოველთა სახეობები", - მისი სიტყვებით, "არაფერი უნიკალური ჩვენში არ იყო მანამ სანამ ჩვენ არ დავიწყეთ ქვისგან რთული ინსტრუმენტების დამზადება".