უკრაინის უმაღლესი სპეციალიზირებული სასამართლო ქვეყნის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს საკასაციო საქმის განხილვას, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებს.
ე.წ. "გაზის საქმის" განხილვა სასამართლოს კოლეგიამ 16 აგვისტოს დაიწყო და ფაქტობრივად ერთ დღეში დაასრულა მოსმენა. თავად ტიმოშენკო საქმის განხილვას არ დასწრებია, რადგან იგი ხარკოვის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
ექს-პრემიერის დაცვა უმაღლესი სასამართლოსგან მოითხოვს კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას.
უნდა აღინიშნოს, რომ სწოორედ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი სასამართლო გააუქმებს პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებას ტიმოშენკო გათავისუფლდება და სასჯეღსრულების დაწესებულებას დატოვებს.